ფინეთის საგარეო უწყება - რუსეთში ფინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების საბანკო ანგარიშები გაყინულია

რუსეთში ფინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების საბანკო ანგარიშები გაყინულია, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„როიტერსს“ ფინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განუცხადა, რომ არ ფუნქციონირებს როგორც მოსკოვში მდებარე ფინეთის საელჩოს, ისე სანქტ-პეტერბურგში მდებარე საკონსულოს საბანკო ანგარიშები.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

























