ისრაელმა „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიშები განახორციელა, რომლის სამიზნესაც „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ წევრების ლიკვიდაცია წარმოადგენდა.
მედიის ინფორმაციით, კონსპირაციულ საცხოვრებელზე თავდასხმას ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი იად ალ-ჰასანი ემსხვერპლა.
მანამდე ისრაელის ავიადარტყმებს რადიკალური დაჯგუფების კიდევ ორი მეთაური ემსხვერპლა. ბოლო პერიოდში ისრაელსა ღაზას სექტორს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ისრაელის სამხედრო დანაყოფებმა წელს „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ ექვსი წევრი მოკლეს.

























