ყირიმში პრეზიდენტის წარმომადგენელი - ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი უკრაინას მოუწოდებს ყირიმი არ გაათავისუფლოს

ყირიმში პრეზიდენტის წარმომადგენელი - ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი უკრაინას მოუწოდებს ყირიმი არ გაათავისუფლოს

ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი უკრაინას მოუწოდებს ყირიმი არ გაათავისუფლოს, - ამის შესახებ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა, ტამილა ტაშევამ პოლონურ გამომცემლობა PAP-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პასუხის შიშით ზოგიერთი „პოლიტიკოსი და არა ქვეყანა“ უკრაინას მოუწოდებს უარი თქვას ნახევარკუნძულის დაბრუნების გეგმებზე.

„ისინი ამტკიცებენ, რომ ყირიმის დაბრუნება ნამდვილად შეიძლება, მაგრამ პოტენციალური შედეგები უზარმაზარი იქნება, როგორც ნახევარკუნძულის მაცხოვრებლებისთვის, ასევე მთლიანად უკრაინისთვის. ისინი თვლიან, რომ სრულიად უნდა ვთქვათ უარი მისი დაბრუნების მცდელობებზე. არა მგონია, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ვინაიდან პუტინს ესმის, რომ მისთვის ეს კრიტიკული წერტილი და მთლიანი სისტემის განადგურებაა, რომელსაც იგი კრიმინალურად აშენებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ნახევარი წლის წინ გავათავისუფლეთ ხერსონი და არაფერი მომხდარა, თუმცა, მოსკოვის აზრით, ეს ე.წ. რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იყო. პუტინის ბირთვული დოქტრინის თანახმად, მათ დაუყოვნებლივ უნდა გამოეყენებინათ ტაქტიკური ბირთვული იარაღი”, - განაცხადა ტაშევამ.

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კონკრეტული პოლიტიკოსების დასახელებაზე უარი განაცხადა.