ენტონი ბლინკენი - არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რუსეთი სერიოზული დიპლომატიისთვის არის მზად

არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ რუსეთი სერიოზული დიპლომატიისთვის არის მზად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Washington Post-თან საუბარში განაცხადა.
“არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ რუსეთი სერიოზული დიპლომატიისთვის არის მზად. პირიქით, მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე საზარელი თავდასხმების თვითმხილველები გავხდით”, - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა მოლაპარაკებები დაიწყოს, “ღრმა ცვლილებები უნდა მოხდეს პუტინის ცნობიერებაშიც და რუსეთის ცნობიერებაშიც.”

























