უკრაინის შსს - უკრაინაში, რუსეთის შეჭრის გამო, 23 760 უკრაინელი დაკარგულად ითვლება

უკრაინის შსს - უკრაინაში, რუსეთის შეჭრის გამო, 23 760 უკრაინელი დაკარგულად ითვლება

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 23 760 უკრაინელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლეონიდ ტიმჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, მანამდე, სამართალდამცავებმა შეძლეს იმ ადამიანების 50%-ზე მეტის პოვნა, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ.

„ომის დაწყებიდან დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეებთან დაკავშირებით 101 543 ფაქტი დაფიქსირდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ეროვნული პოლიციის ბაზაში შევიტანეთ, გადაიდგა შემდგომი ნაბიჯები გადამოწმების მიზნით. 54 310 ადამიანი ვიპოვეთ. ძებნა გამოცხადდა 31 330 მოქალაქეზე, მათგან 7 570 ვიპოვეთ. ამ ეტაპზე ძებნაში რჩება 23 760 მოქალაქე, რომლებიც განსაკუთრებულ გარემოებებში გაუჩინარდნენ“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.