ხერსონში სუპერმარკეტზე განხორციელებულ იერიშს მსხვერპლი მოყვა

ხერსონში, სუპერმარკეტზე განხორციელებულ იერიშს სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაიჭრა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს, დაახლოებით 11 საათზე, რუსეთის არმიამ იერიში მიიტანა ჰიპერმარკეტზე ხერსონში. ამჟამად, სამი გარდაცვლილისა და 5 დაჭრილის შესახებაა ცნობილი. ისინი ობიექტში დასაქმებულები და მისი მომხმარებლები არიან“, - აღნიშნავს უკრაინის შსს.

























