ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები სერბი უმრავლესობით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები სერბი უმრავლესობით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები სერბი უმრავლესობით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ.

„როიტერსის“ ცნობით, ბორელმა მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ნებისმიერმა შემდგომმა ესკალაციამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ურთიერთობების ნორმალიზების შეახებ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შეთანხმების განხორციელებას.

ცნობისთვის, მარტში ოფიციალური პრიშტინა და ბელგრადი სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გეგმა განახორციელონ, რომელიც მიზნად სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს, თუმცა, მედიის ცნობით, ამ მხრივ მცირე პროგრესია.