ÖGfE - ავსტრიელთა დაახლოებით 51% მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ მაშინ, როდესაც 36% საპირისპიროს ფიქრობს

ÖGfE - ავსტრიელთა დაახლოებით 51% მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ მაშინ, როდესაც 36% საპირისპიროს ფიქრობს

ავსტრიელთა დაახლოებით 51% მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა განაგრძონ მაშინ, როდესაც 36% საპირისპიროს ფიქრობს.

ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნულ, რომელიც ÖGfE-მა ჩაატარა.

„დაახლოებით, ნახევარი (51%) მიიჩნევს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია“ (25%) ან „საკმაოდ მნიშვნელოვანია“ (26%), რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნავს ÖGfE-ი.

გარდა ამისა, ავსტრიელთა დაახლოებით 9% რუსეთს ჯერ კიდევ ავსტრიის „სანდო“ პარტნიორად მიიჩნევს, ხოლო რესპონდენტთა 79% აღნიშნულზე საპირისპიროდ ფიქრობს.

ამასთან, ავსტრიელთა მხოლოდ 28% მიიჩნევს უკრაინას სანდო პარტნიორად, ხოლო გამოკითხულ ავსტრიელთა 50% უკრაინას ასეთად არ მიიჩნევს.

ÖGfE-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 68% მხარს უჭერს ავსტრიის ევროკავშირის წევრ ქვეყნად დარჩენას, 25% კი ევროგაერთიანების დატოვების მომხრეა.

რაც შეეხება ავსტრიის ნატო-ში გაწევრიანებას, თუ რეფერენდუმი ამ საკითხზე ახლა გაიმართებოდა, რესპონდენტთა 61% მას არ მიემხრობოდა, ხოლო 21% ალიანსში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა. 19%-ს ამ საკითხზე აზრი არ გააჩნია.

მედიის ცნობით, კვლევა ამა წლის 11-13 აპრილის პერიოდში ჩატარდა, რა დროსაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000 ადამიანი გამოკითხეს.