მანჰეტენზე 4-სართულიანი პარკინგის შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი

მანჰეტენზე 4-სართულიანი პარკინგის შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე 4-სართულიანი პარკინგის შენობა ჩამოინგრა. შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია 5 ადამიანი.

შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება ფოტო- და ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ პარკინგის შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულია არაერთი ავტომანქანა.