უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, 7 000 უკრაინელი სამხედრო უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, თუმცა მათ შორის მოიაზრებიან ტყვეობაში მყოფებიც

უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, 7 000 უკრაინელი სამხედრო უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, თუმცა მათ შორის მოიაზრებიან ტყვეობაში მყოფებიც

უგზოუკვლოდ დაკარგულად 7 000 უკრაინელი სამხედრო ითვლება. ამის შესახებ უკრაინის განსაკუთრებულ ვითარებებში უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში უფლებამოსილმა, ოლეგ კოტენკომ განაცხადა.

“ასეთი ციფრი მართლა არის, - შვიდ ათასზე ცოტა მეტი. იმაზე გვაქვს გათვლა, რომ ადამიანები, რომლებსაც როგორც უგზოუკვლოდ დაკარგულებს ვეძებთ, ტყვეობაში არიან”, - განაცხადა კოტენკომ.

მან აღნიშნა, რომ მისი სტატისტიკით, უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა 60-65% ცოცხალი ადამიანები არიან, რომლებიც ტყვეობაში იმყოფებიან.