ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან

აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირლანდიაში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“როგორც იცით, სრულმასშტაბიანი გამოძიება გრძელდება. სადაზვერვო საზოგადოება და იუსტიციის დეპატამენტი მის დასასრულს უახლოვდებიან”, - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, ეს ჯო ბაიდენის პირველი კომენტარია დოკუმენტების გაჟონვის მომენტიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია თავად გაჟონვის ფაქტით და არა მისი შინაარსით.

“მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ მომენტისთვის არაფერი არ არის, რასაც შესაძლოა რამე შედეგები ჰქონოდა”, - აღნიშნა ბაიდენმა.