მედია - უკრაინელებმა ავდიივკას მიმართულებით რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს

მედია - უკრაინელებმა ავდიივკას მიმართულებით რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში რუსული „მი-24“ ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია მე-110 ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს ჩვენი ბრიგადის სამხედროებმა მტრის „მი-24“ ვერტმფრენი გაანადგურეს. მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების მცდელობებს ავდიივკას მიმართულებით, თუმცა იღებს ღირსეულ პასუხებს, ძლიერ დანაკარგებს და განადგურებულ აღჭურვილობას“, - აცხადებენ მე-10 ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაში.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამჟამად ყველაზე ცხელი წერტილები ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებია, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.