უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 30-ზე მეტი ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 30-ზე მეტი ბავშვი დაიბრუნა

რუსეთის მიერ გატაცებული 31 ბავშვი უკრაინაში დააბრუნეს, - ამის შესახებ ორგანიზაცია „გადაარჩინე უკრაინა“ იუწყება.

„ხერსონისა და ხარკოვის ოლქებიდან რუსების მიერ გატაცებული ბავშვები რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდნენ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, ბავშვები ახლა უსაფრთხოდ არიან, მაგრამ ფსიქოლოგიური და ფიზიკური გაჯანსაღება ესაჭიროებათ.