კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა ომშიც და გამარჯვების შემდეგაც

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა ომშიც და გამარჯვების შემდეგაც

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, მხარი დაუჭირონ უკრაინას ამ ომში მისი გამარჯვების შემდეგაც. აღნიშნული განცხადება კანადის პირველმა დიპლომატმა დღეს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებმა უკრაინას უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულება და გარანტიები შესთავაზონ, რადგან მისი გამარჯვების შემდეგაც კი ის კვლავ იქნება ძალიან აგრესიული ქვეყნის მეზობელი“, - აღნიშნა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მეორე დღეა მიმდინარეობს.