The Wall Street Journal-ი მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

The Wall Street Journal-ი მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.

“ევანის საქმე თავისუფალი პრესის საშინელი შეურაცხყოფაა და მთელს მსოფლიოში, ყველა თავისუფალ ხალხსა და მთავრობაში აღშფოთება უნდა გამოიწვიოს”, - აღნიშნა WSJ-მა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, ევან გერშკოვიჩი დააკავა. “ეფესბეს” თქმით, დაკავებული ჟურნალისტი შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურის მტკიცებით, გერშკოვიჩმა, შეერთებული შტატების დავალებით, შეაგროვა ინფორმაცია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.