ჯო ბაიდენი რუსეთს დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ჯო ბაიდენი რუსეთს დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთს მოუწოდებს, Wall Street Journal-ის დაკავებული რეპორტიორი გაათავისუფლოს.

კერძოდ, CNN-ის შეკითხვაზე, რა გზავნილი აქვს რუსეთთან Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავებასთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენმა განაცხადა : "გაუშვით ის".

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი დააკავეს. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.