იენს სტოლტენბერგი თურქეთის პარლამენტის მიერ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას მიესალმება

იენს სტოლტენბერგი თურქეთის პარლამენტის მიერ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას მიესალმება

მივესალმები თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის კენჭისყრას ფინეთის გაწევრიანების რატიფიკაციის დასასრულებლად, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი “ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ფინეთის გაწევრიანება „ნატო-ს მთელ ოჯახს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის“.

შეგახსენებთ, თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს. ის ნატო-ს წევრი ბოლო, 30-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც ფინეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა.