კიბერუსაფრთხოების ბიურო FIRST-ში გაწევრიანდა

კიბერუსაფრთხოების ბიურო FIRST-ში გაწევრიანდა

თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების გუნდების გლობალურ ფორუმში - FIRST გაწევრიანდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნული ფორუმი კიბერინციდენტებზე რეაგირების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით გლობალურად აღიარებული პლატფორმაა.

FIRST-ში გაწევრიანება კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვითა და გამოცდილების გაზიარებით, გააუმჯობესოს თავდაცვის სფეროში კიბერინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობები და ამ კუთხით, მუდმივ რეჟიმში თანხვედრაში იყოს თანამედროვე მიდგომებთან”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.