პოლონეთის მთავრობის პრეს-სპიკერის განცხადებით, ოფიციალურმა ვარშავამ რამდენიმე ქვეყნიდან „მკაფიო განცხადებები“ მიიღო, რომლებსაც მზაობა აქვთ უკრაინას MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გადასცენ

პოლონეთის მთავრობის პრეს-სპიკერის განცხადებით, ოფიციალურმა ვარშავამ რამდენიმე ქვეყნიდან „მკაფიო განცხადებები“ მიიღო, რომლებსაც მზაობა აქვთ უკრაინას MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გადასცენ

პოლონეთის მთავრობის პრეს-სპიკერის განცხადებით, ოფიციალურმა ვარშავამ რამდენიმე ქვეყნიდან „მკაფიო განცხადებები“ მიიღო, რომლებსაც მზაობა აქვთ უკრაინას MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გადასცენ.

ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

მანამდე სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა პოლონეთთან ერთად უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების ერთობლივი გადაცემის მზაობა გამოთქვა.

შეგახსენებთ, გუშინ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შესაძლოა MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გადაეცეს მომდევნო 4-6 კვირის განმავლობაში.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ შეეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით.