მარია ზახაროვა აცხადებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთს მონაწილეობა ჯერ არ მიუღია

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთს მონაწილეობა ჯერ არ მიუღია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთს მონაწილეობა ჯერ არ მიუღია შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებებში.

“ამ თემაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა, განსაკუთრებით რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით“, - განაცხადა ზახაროვამ.

ლავროვის უწყების პრეს-სპიკერის თქმით, შეთანხმების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი რუსეთის დელეგაციასა და გაეროს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, რებეკა გრინსპანს შორის ჟენევაში, 13 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შემუშავდა. ის გასული წლის ნოემბერში გახანგრძლივდა და მისი ვადა 18 მარტს იწურება.