ლვოვში სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლვოვში სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლვოვის ოლქი რუსული ძალების მიერ გასროლილი რაკეტა საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, მაქსიმ კოზიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ზოლოჩივის რაიონში მტრის რაკეტა საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა. გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია", - განაცხადა კოზიცკიმ.

მისი თქმით, მოქალაქეები თავდასხმის დროს თავიანთ სახლში იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, ხანძარმა ასევე გაანადგურა სამი საცხოვრებელი სახლი, სამი ავტომობილი, ავტოფარეხი და რამდენიმე დამხმარე შენობა.

ადგილზე მაშველები მუშაობას განაგრძობენ.