ევროპის საბჭოს გენმდივანი - ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს - პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს

ევროპის საბჭოს გენმდივანი - ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს - პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს

ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მოვუწოდებ ძალადობის დასრულებისკენ და ევროსაბჭოს სტანდარტების - დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ. პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს“, - აღნიშნავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.