ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსების ორი სამხედრო ბაზა გაანადგურეს

ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსების ორი სამხედრო ბაზა გაანადგურეს

ზაპოროჟიეს ოლქში, ოკუპირებულ მელიტოპოლში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, რუსების ორი სამხედრო ობიექტი განადგურდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ორი ძლიერი აფეთქება ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ორი ობიექტი, სადაც „რაშისტები“ იყვნენ განლაგებული, განადგურდა“, - განაცხადა მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა.

მისი განცხადებით, დეტალურ ინფორმაციას გენერალური შტაბი დაადასტურებს, „მაგრამ უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ „რაშისტები“ არასწორ ადგილას ეწეოდნენ.