რობერტა მეცოლა - მიგვაჩნია, რომ საჭიროა არსებობდეს სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც რუსეთის აგრესიის დანაშაულს განიხილავს

რობერტა მეცოლა - მიგვაჩნია, რომ საჭიროა არსებობდეს სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც რუსეთის აგრესიის დანაშაულს განიხილავს

ევროკავშირი მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს როლს. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ საჭიროა არსებობდეს სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს რუსეთის აგრესიის დანაშაულს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უკრაინას ენით აუწერელი ტანჯვა მოუტანა. თითქმის ერთი წლის წინ მსოფლიომ აღმოაჩინა ბუჩას საშინელებები. მე თვითონ ვიყავი იქ და რუსული ძალების მიერ ჩადენილო სისასტიკის მოწმე გავხდი. მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების შესახებ სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება. წამება, არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ძალადობა და სიკვდილით დასჯა, როგორც ცნობილია, ჩადენილია რუსული ძალების მიერ. ბავშვებსაც კი არ ზოგავენ. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ საზარელ დანაშაულებზე! პუტინმა პასუხი უნდა აგოს! ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ევროკავშირი მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს როლს. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ საჭიროა არსებობდეს სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს რუსეთის აგრესიის დანაშაულს“, - აღნიშნულია რობერტა მეცოლას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.