ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ დროა, ყირიმის გათავისუფლების სტრატეგია შეიცვალოს

ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ დროა, ყირიმის გათავისუფლების სტრატეგია შეიცვალოს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინა ყირიმის მომავალი დეოკუპაციისთვის სტრატეგიას შეცვლის.

„ყირიმის დეოკუპაციის სტრატეგია - ახალი ვერსიის დროა. დეოკუპაციის საშუალებების თანმიმდევრობა - პოლიტიკურ-დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური და ა.შ. მოითხოვს პრიორიტეტების შეცვლას“, - წერს დანილოვი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობას ყირიმის დაბრუნება მოიტანს.