ოლენა ზელენსკა - ზაპოროჟიე მამაცურად უპირისპირდება რუს აგრესორს, რომელიც შურისძიების მიზნით თავს ესხმის მშვიდობიანი მოსახლეობის

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ზაპოროჟიეზე წუხელ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.
„ზაპოროჟიე მამაცურად უპირისპირდება რუს აგრესორს. შურისძიების მიზნით ის თავს ესხმის მშვიდობიანი მოსახლეობის. წუხელ შეგნებულად დაარტყეს მაღალსართულიან შენობას. სამი სართული მთლიანად დანგრეულია. ხალხი დაიღუპა. ვაგრძელებთ ადამიანების ძებნას ნანგრევების ქვეშ. ჩემი თანაგრძნობა დაღუპულებს. ჩვენ ამას არ ვაპატიებთ“, - წერს ოლენა ზელენსკა „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც მინიმუმ 2 ადამიანი დაიღუპა.

























