Spiegel - ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას გაზაფხულზე გაზრდის

ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას უკვე გაზაფხულზე გაზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ევროკავშირის საბუთზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, შესაბამის გეგმას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წევრი ქვეყნებისთვის 2 მარტს წარადგენს.
გეგმა სამი კომპონენტისგან შედგება: პირველი მნიშვნელოვანი კომპონენტია უკრაინისთვის 155 მმ საარტილერიო ჭურვების წარმოებისა და მიწოდების გაზრდა. ხარჯების დაფარვას ევროკავშირი “მშვიდობის ევროპული ფონდის” (EPF) სახსრებით გეგმავს.
მეორე კომპონენტი ითვალისწინებს ევროკავშირის საკუთარი 155 ჭურვების მარაგების უზრუნველყოფას “ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან” (EDA) თანამშრომლობით.
მესამე კომპონენტით საბრძოლო მასალის წარმოების ევროპული სიმძლავრეების გრძელვადიანი ფორმირება ფიქსირდება, რომელთა კორექტირება რეგიონში უსაფრთხოების მხრივ აქტუალური ვითარებით გათვალისწინებით მოხდება.
ცნობისთვის, 27 თებერვალს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას გეგმავს.

























