ინდოეთი დღეს და ხვალ „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს, რომელსაც სერგეი ლავროვიც დაესწრება

ინდოეთი დღეს და ხვალ „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს, რომელსაც სერგეი ლავროვიც დაესწრება

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში 1-2 მარტს „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები რუსეთის ომი და აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობა იქნება.

შეხვედრაზე დასასწრებად ნიუ-დელიში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც ჩავიდა.

„დიდი ოცეულის“ შეხვედრას დაესწრებიან აშშ -ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯეიმზ კლევერლი, ჩინეთის საგარეო მინისტრი, ცინ განი და სხვა. საერთო ჯამში, ნიუ-დელის შეხვედრას დაესწრებიან 40 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის „დიდი ოცეულის“ არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც მასპინძელმა ქვეყანამ, ინდოეთმა მიიწვია.