ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი შემზარავი დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს კარიმ ხანს კიევში შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩვენ ქვეყანას უჭერს მხარს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან კარიმ ხანთან შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი შემზარავი დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერისა და სამართლიანობის მნიშვნელობის სიგნალების მოსმენა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ ჩვენს სურვილში, მივაღწიოთ სამართლიანობას უკრაინისთვის და ერთად შეგვიძლია სამართლიანობის დაბრუნება ევროპასა და მსოფლიოში. რათა ასეთი შემზარავი დანაშაულები მომავალში არ განმეორდეს, თეორიულადაც კი”, - წერს ზელენსკი.

























