ალექსანდრე ლუკაშენკო პეკინს ხვალ ეწვევა

ალექსანდრე ლუკაშენკო პეკინს ხვალ ეწვევა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 28 თებერვალს პეკინს ეწვევა, სადაც ის ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ პეკინი ლეტალური იარაღის გაგზავნას განიხილავს რუსეთში.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, შეერთებული შტატები „დარწმუნებულია“, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას განიხილავს, მაგრამ CIA-ის ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალურ პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.