მატეუშ მორავეცკი - პოლონეთი მზადაა, უკრაინელი მფრინავები F-16 თვითმფრინავებისთვის მოამზადოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, უკრაინელი მფრინავები F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის მოამზადოს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მორავეცკიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვართ თუ არა მზად უკრაინელი მფრინავები F-16- ისთვის გავწვრთნათ? დიახ, ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ ასეთი წვრთნები პოლონეთში“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.
ამასთან, მისი თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება პარტნიორებთან უნდა მოხდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ცა, ბოლოს და ბოლოს, უსაფრთხო იყოს”, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

























