ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინელებს - თქვენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროკავშირში თქვენი ადგილისთვის იბრძვით - იმდენ ხანს ვიქნებით თქვენთან ერთად, რამდენიც საჭიროა

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინელებს - თქვენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროკავშირში თქვენი ადგილისთვის იბრძვით - იმდენ ხანს ვიქნებით თქვენთან ერთად, რამდენიც საჭიროა

გმირული უკრაინული წინააღმდეგობის წელი, წინ ერთიანობის მომავალი გველის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ბრუტალური რუსული აგრესიის წელი. გმირული უკრაინული წინააღმდეგობის წელი. ევროპული სოლიდარობის წელი. წინ ერთიანობის მომავალი გველის.

თქვენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროკავშირში თქვენი ადგილისთვის იბრძვით. ჩვენ იმდენ ხანს ვიქნებით თქვენთან ერთად, რამდენიც საჭირო იქნება”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.