მედია - ევროკავშირის მოქალაქეების 65% მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსებას, 91% მხარს უჭერს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას

მედია - ევროკავშირის მოქალაქეების 65% მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსებას, 91% მხარს უჭერს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას

ევროკავშირის მოქალაქეების 65% მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსებას. ამის შესახებ Eurobarometer-ის გამოკითხვაშია ნათქვამი.

“ევროკავშირის მოქალაქეები აგრძელებენ უკრაინასთან ურყევი სოლიდარობის დემონსტრირებას”, - წერენ გამოკითხვის ავტორები.

რესპონდენტთა 91% მხარს უჭერს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, ხოლო 88% მიესალმება ომს გამოქცეული ადამიანების მიღებას.

უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მიწოდებას ევროკავშირის მოქალაქეების 77% უჭერს მხარს, ხოლო რუსეთის მთავრობის, კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებას გამოკითხულთა 74%.

ევროპელები ასევე მხარს უჭერენ რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების მაუწყებლობის აკრძალვას (67%) და ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვასა და გადაცემას (65%).

მთლიანობაში, ევროკაშირის მოქალაქეების უმრავლესობა - 56% - კმაყოფილია ევროკავშირის რეაგირებით უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე.