რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა და ხალხი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა S-300 რაკეტით განხორციელდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, მინიმუმ ორი კი - შენობის ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამაშველო სამსახური.