იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში გაემგზავრა

იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში გაემგზავრა

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

მელონის ოფისში, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ვიზიტის შესახებ დეტალებს არ ახმაურებენ.

დასავლური მედია წერს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ჩასვლა განიხილება, როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თანაც იმ ფონზე, როდესაც მისი კოალიციური პარტნიორის, პარტია Forza Italia-ს ლიდერმა, სილვიო ბერლუსკონიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა.