უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების თავდასხმები 11 დასახლებასთან მოიგერიეს

უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 11 დასახლებასთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, დღის განმავლობაში მტერმა დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 6 სარაკეტო და 28 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ასევე, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 86-ჯერ გახსნა.
„რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად განადგურდა და დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები, სკოლები და მაღაზიები. არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

























