შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები მომავალი კვირიდან განახლდება

შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები მომავალი კვირიდან განახლდება

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მომავალი კვირიდან განახლდება.

მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ჩართული იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც, რომელმაც გასულ წელს მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების დროს მედიატორის ფუნქცია შეასრულა.

უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი შეაფერხოს, რაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შიმშილობას იწვევს.

ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთ-უკრაინას შორის ბოლო შეთანხმება გასული წლის ნოემბერში შედგა, სადაც მხარეებმა მომდევნო 4 თვის სამოქმედო გეგმა შეადგინეს.