ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას შეხვდება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას შეხვდება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ელი კოენი „ტვიტერში“ წერს.

„კიევში ჩავედი. შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას“, - აცხადებს ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ის ასევე მიიღებს მონაწილეობას კიევში ისრაელის საელჩოს გახსნაში, რომელიც სრულ აქტიურობას უბრუნდება.

გარდა ამისა, ელი კოენი მინისტრი ბუჩასა და ბაბი-იარს ეწვევა. კოენმა სოციალურ ქსელში მატარებელთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ჩამოვედი იმისთვის, რომ მეთქვა - ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს რთულ დროს“.