ნორვეგია უკრაინაში 8 ერთეულ Leopard 2 ტიპის ტანკს გაგზავნის

ნორვეგია უკრაინაში 8 ერთეულ Leopard 2 ტიპის ტანკს გაგზავნის

ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2 საბრძოლო ტანკებსა და სხვა აღჭურვილობას გაუგზავნიან.

„უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერა ასეთი მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტორემ.

ცნობისათვის, გუშინ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს და დახმარების 5-წლიანი პაკეტი განიხილეს, რომლის დამტკიცებასაც ნორვეგია უკრაინის მხარდასაჭერად გეგმავს.