ჰანს კლუგე - თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა გადარჩენის შესაძლებლობა სწრაფად იწურება - ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია

ჰანს კლუგე - თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა გადარჩენის შესაძლებლობა სწრაფად იწურება - ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა გადარჩენის შესაძლებლობა სწრაფად იწურება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისი თქმით, მიწისძვრიდან 72 საათის შემდეგ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების მხოლოდ 22%-ის გადარჩენაა შესაძლებელი და დროის გასვლასთან ერთად ეს მაჩვენებელი სწრაფად მცირდება.

„ყოველი წუთი ახლა მნიშვნელოვანია, რადგან სიცოცხლის გადარჩენის ფანჯარა სწრაფად იხურება. ყველა ცალსახად მუშაობს, რათა იპოვოს და გადაარჩინოს ნებისმიერი ცოცხალი ადამიანი“, - აღნიშნა კლუგემ.

მისი თქმით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად გაიზრდება.