იტალიაში, სიენას პროვინციაში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იტალიაში, სიენას პროვინციაში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იტალიაში, სიენას პროვინციაში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის ბიძგები პროვინციის რამდენიმე დასახლებაში იგრძნობოდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სიენიდან სამხრეთით, 1 კმ-ის დაშორებით, 8 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.