ავსტრიამ 4 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ავსტრიამ 4 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ავსტრიამ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეუსაბამობის გამო, ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ოთხი დიპლომატიდან ორი იმყოფება გაეროს მუდმივ წარმომადგენლობაში ვენაში - ისინი მოქმედებდნენ გაეროსა და ავსტრიის შეთანხმებასთან „შეუთავსებლად“. დანარჩენი ორი რუსეთის საელჩოს თანამშრომელია, "რომელიც თავიანთ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებლად იქცეოდა".