კიევის ეკონომიკის სკოლა - რუსული ბაზარი მთლიანად უცხოური კომპანიების მხოლოდ 6%-მა დატოვა

კიევის ეკონომიკის სკოლა - რუსული ბაზარი მთლიანად უცხოური კომპანიების მხოლოდ 6%-მა დატოვა

კიევის ეკონომიკის სკოლის (KSE Institute) ანგარიშის მიხედვით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსული ბაზარი მთლიანად უცხოური კომპანიების მხოლოდ 6%-მა დატოვა.

მათივე ინფორმაციით, რუსული ბაზრიდან მთლიანად მხოლოდ 179 საერთაშორისო კომპანია გავიდა, დანარჩენები კი რუსეთში საქმიანობას ნაწილობრივ მაინც აგრძელებენ.

ინსტიტუტის ცნობით, 491-მა კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში ოპერირებას წყვეტენ და ქვეყანას ეტაპობრივად ტოვებენ.

ამავდროულად კი 1218 კომპანია, რომლებიც რუსულ ბაზარზე არსებული უცხოური კომპანიების 40%-ს შეადგენენ, რუსეთში საქმიანობას ომის დაწყების შემდეგაც უცვლელად აგრძელებენ.