ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის 2.5 მილიარდი ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის 2.5 მილიარდი ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ამერიკელ ხალხს უსაფრთხოების სფეროში კიდევ ერთი, 2.5 მილიარდი ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის მადლობას უცხადებს.

„მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს კიდევ ერთი ძლიერი, 2.5 მილიარდი ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის. Stryker-ის ჯავშანმანქანები, კიდევ მერი Bradley-ს საბრძოლო მანქანები, Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მნიშვნელოვანი დახმარებაა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა ამერიკელ ხალხს ურყევი მხარდაჭერისთვის!”- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, პენტაგონმა აშშ-სთვის ახალი, 2.5 მილიარდი ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. პაკეტი მოიცავს Stryker-ის ჯავშანმანქანებს, რომელსაც აშშ უკრაინას პირველად მიაწვდის, ასევე Bradley-ს საბრძოლო მანქანებს და სხვა საბრძოლო მასალებსა და აღჭურვილობას.