რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხარკოვი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვსა და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წინასწარის ინფორმაციით, სამრეწველო რაიონს S-300 რაკეტებით დაესხნენ თავს. მათი სამიზნე ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო“, - წერს ტერეხოვი.

ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აფეთქებების შემდეგ ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა დაიწყო და მეტრომ მუშაობა შეწყვიტა.