უკრაინა რუსული ძალების მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარებას არ ადასტურებს

უკრაინა რუსული ძალების მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარებას არ ადასტურებს

რუსეთის განცხადება, რომ მისმა ძალებმა აიღეს ქალაქი სოლედარი სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატამ განაცხადა.

„არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს“, - განაცხადა ჩერევატამ.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დაიკავეს.