უკრაინის და ესტონეთი საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხი განიხილეს

უკრაინის და ესტონეთი საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხი განიხილეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ესტონელ კოლეგასთან, ურმას რეინსალუსთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის სამხედრო საჭიროებები განიხილა, - ინფორმაციას დმიტრო კულება „ტვიტერზე“ ავრცელებს.

„სატელეფონო საუბრისას მე და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ურმას რეინსალუმ განვიხილეთ უკრაინის სამხედრო საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილებაც ესტონეთს შეუძლია. მოუთმენლად ველი კარგ ამბებს“, - წერს კულება.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მან მადლობა გადაუხადა ესტონეთს კომპენსაციის მექანიზმთან დაკავშირებული ინიციატივისთვის.

„ხაზი გავუსვი, რომ ეს არის ჩვენი მშვიდობის ფორმულის მნიშვნელოვანი ელემენტი. რუსეთმა უნდა გადაიხადოს“, - წერს დმიტრო კულება.