დმიტრო კულება - არავის გაუკეთებია საკმარისი, ვიდრე რუსული ჩექმა უკრაინის მიწაზე რჩება - შეიარაღება უმოკლესი გზაა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის

დმიტრო კულება - არავის გაუკეთებია საკმარისი, ვიდრე რუსული ჩექმა უკრაინის მიწაზე რჩება - შეიარაღება უმოკლესი გზაა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის

არავის გაუკეთებია საკმარისი მანამ, სანამ რუსული ჩექმა უკრაინის მიწაზე რჩება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვებისთვის შეიარაღება უმოკლესი გზაა.

„უკრაინა მადლიერია პარტნიორების სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ ერთმანეთის მიმართ გულწრფელებად უნდა დავრჩეთ: არავის გაუკეთებია საკმარისი მანამ, სანამ რუსული ჩექმა უკრაინის მიწაზე რჩება. შეიარაღება უმოკლესი გზაა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა კულებამ.