მედია - აშშ უკრაინელი სამხედროების წვრთნას Patriot-ის სარაკეტო სისტემის გამოყენების შესწავლის მიზნით, მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებს

მედია - აშშ უკრაინელი სამხედროების წვრთნას Patriot-ის სარაკეტო სისტემის გამოყენების შესწავლის მიზნით, მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებს

აშშ უკრაინელი სამხედროების წვრთნას Patriot-ის სარაკეტო სისტემის გამოყენების შესწავლის მიზნით, მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებს.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერმა განაცხადა, რომ წვრთნებს რამდენიმე თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონი განიხილავს, უკრაინელი სამხედროები Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებაზე შეერთებულ შტატებში ან პარტნიორ ქვეყნებში მოამზადოს. ასევე განიხილება ორივე ვარიანტის კომბინაციაც.