რუსეთმა ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსეთმა ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსეთმა ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება „მედიაზონა“ ავრცელებს.

გროზევმა, რომელიც საგამოძიებო საიტის Bellingcat-ისთვის მუშაობს, განაცხადა, რომ "წარმოდგენა არ აქვს" რატომ მოხვდა ძებნილთა სიაში.

დასავლური მედიის ცნობით, გროზევი ფართოდ აშუქებს უკრაინის ომს.